четверг, 2 июля 2015 г.

კურსის რეფლექსია

დავგეგმეთ, როგორ მოგვეხდინა კბილის პასტების დამცავი თვისებების გამოკვლევა.წარვუდგინე ჯგუფს, თუ როგორ უნდა მოგვეხდინა პროექტის დაგეგმვა


გავიაზრეთ პროექტის მნიშვნელობა,როგორი დიდი მნიშვნელობა აქვს სწორი კბილის პასტის შერჩევას.სიღრმისეულად განვსაზღვრეთ არსებული ცოდნა და ის იმედები,თუ რა ცოდნას მოგვცემს ეს პროექტი

დავგეგმეთ, თუ როგორ დაგვეწყო პროექტის დაგეგმვა:სტანდარტების განსაზღვრა, მიზნების შემუშავება.მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვების დამუშავება

განვიხილეთ პრეზენტაციის მომზადების მეთოდები ჩვენს სასწავლო პროექტზე .გადავხედე  პრეზენტაციის ნიმუშებს ჩავწერეთ მოკლე აღწერა სამუშაო ვერსიის სახით დავსვით საკვანძო კითხვები:რისი სწავლა გვსურს ამ თემის ფარგლებში, როგორ დაგვეხმარება  ამ თემის დამუშავება მიზნის მიღწევაში.როგორ დაეხმარება მოსწავლეებს პროექტზე დაფუძნებული სწავლება

ვიმუშავეთ შეფასების რუბრიკის სქემაზე:რა სტრატეგიებს გამოვიყენებ მოსწავლის მზაობის შეფასებისთვის.როგორ შევაფასებ მაღალი დონის სააზროვნო და 21- საუკუნის უნარ-ჩვევებს.როგორ შევამოწმებ, რამდენად გაიგეს მოსწავლეებმა საკითხი,როგორ უნდა შევუწყოთ ხელი თანატოლთა უკუკავშირს.როგორ უნდა დავრწმუნდეთ,მე და მოსწავლეები, რომ მათ მიაღწიეს დასახულ მიზნებს

მიღებული პროდუქტი,ანუ , პროექტის შედეგი, დავდეთ ჩვენი ბლოგის მისამართზე

პროექტზე მუშაობამ,დამოუკიდებელი მუშაობის, კომუნიკაციის, კრიტიკული აზროვნების, ურთიერთ თანამშრომლობის, ტექნოლოგიების გამოყენების,ინტერნეტ-ძიების უნარ-ჩვევები გამოუმუშავა მოსწავლეებს.მათ უფრო ღრმათ შეისწავლეს და მეტი ცოდნა შეიძინეს პროექტის მსვლელობისას მოცემულ საკითხე.

მე , როგორც მასწავლებელმა, უფრო მეტი გამოცდილება მივიღე მოსწავლეებთან თანამშრომლობის, ასევე განვიცადე კარიერული ზრდა



среда, 18 апреля 2012 г.


  1. პროექტის სახელწოდება:
  2. როგორ წყალს სვამს ქუთაისის მოსახლეობა
  3. პროექტის მთავარი იდეა:არის თუ არა დაცული ჩვენი უფლება მივირთვათ სუფთა წყალი
  4. პროექტის აქტუალობა:.შევინარჩუნოთ ჯანმრთელობა
  5. პროექტის მიზნები:შევამოწმოთ სასმელი წყალი სისუფთავეზე
  6. მონაწილეთა ასაკი:16– 17 წელი
  7. ვადები:ორი კვირა
  8. მოსალოდნელი შედეგები:შეიქმნება აზრი იმის შესახებ ,თუ როგორ წყალს ვსამთ
  9. პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები:წყალი და ლაბორატორიული აღჭურვილობა
  10. პროექტის მსვლელობა:მე 10 კლასელთა ერთმა ჯგუფმა გადაწყვიტა რომ შეემოწმებინა ჩვენს ონკანში გამომავალი წყალი სისუფთავეზე.ამიტომ ავიღეთ ქალაქის სხვადასხვა უბანში წყალი და გავეშურეთ წყალ– კანალ –ტრესტის ლაბორატორიაში.რა თქმა უნდა იქ შეგვხვდნენ ძალიან მეგობრულად და დაგვპირდნენ რომ აუცილებლად სუფთა იქნებოდა წყლის საბადო( ანუ ის წყალი რმელიც გრუნტიდან ამოედინება სანამ ქალაქის მილებში გაივლის) და ჩვენც ჩაგვრთეს გამოკვლევაში.აღმოჩნდა რომ "ჟანგვადობა"არის 4 მლ.რაც იმას მიანიშნებს რომ არის სუფთა (წყლის საბადო)  ქუთაისისწყლით  მომარაგება უკვე გამოკეთდა და თითქმის ყველა უბანში წყალი ყოველ დღე მოედინება. მილებიც ახალი გამოცვლილია და ამიტომ ჩავთვალეთ რომ ჩვენს ონკანებში სასმელად სუფთა წყალი მოედინება და კმაყოფილები დავრჩით .
  11. საგნებთან ეროვნული სასწავლო გეგმასთან კავშირი:ეკოლოგია 
  12. პროექტის ხელმძღვანელი:მადონა ხონელიძე
  13. ხელმძღვანელის ელ.ფოსტა:madonakhonelidze@gmail.com
  14. პროექტის ვებ–გვერდი ბლოგი:khonelidze.blogspot.com